Вы читаете журнал [info]nino_n

Декабрь 2009

Вс Пн Вт Ср Чт Пт Сб
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Трансляция

RSS Atom
Разработано LiveJournal.com

Предыдущие 10

22 Дек, 2009

საშინელი ზარი

  ერთი წამი, სულ ერთი წამია საკმარისი იმისთვის,რომ ყველაფერი დაინგრეს.... ერთი წამი და ერთი ზარი....

არ ვიცი გქონიათ თუ არა ისეთი შემთხვევა, ნუგეშისცემა რომ გინდა და სიტყვებს ვერ პოულობ, მოფერება რომ გინდა და ხელის შეხების გეშინია, გამხნევება რომ გინდა, მაგრამ აზრებს ვერ უყრი თავს...

მე ასე ვარ ახლა...

მინდა დავამშიდო, ვანუგეშო, მაგრამ არ გამომდის. მის ნაცვლად მეშინია და რისი მეშინია, ისიც არ ვიცი... მეცოდება, მეცოდება, ისე მეცოდება, რომ . . .  

დღეს ჩემმა მეგობარმა მამის დაღუპვის ამბავი გაიგო ტელეფონით... მამის, რომელიც 10 თუ 12 წელია არ უნახავს. ასეთი საშინელი დღე არასოდეს გვქონია სამსახურში...

უცნაური სიზმარი უნახავს წუხელ, გვიყვებოდა, მაგრამ არ მოვუსმინეთ, ეს რა საშინელებააო გავაჩუმეთ.... ჩვეულებრივად იყო, მხიარული, საახალწლო ამბებზე ვლაპარაკობდით.... ვიდრე მისმა ტელეფონმა არ დარეკა... .

ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ მისი ხმა ჩამესმის ყურებში: ``ღმერთო, ნეტა ტყუილი იყოს, ტყუილი! მითხარით რომ ტყუილია, მითხარით რომ მატყუებთ!``.... შენ კი უძლური ხარ... უძლური და უსუსური, იმიტომ რომ იცი ტყუილი არ არის....

არ მინდა ვიყო ბანალური და არ გამომდის, არ მინდა ამაზე ვიფიქრო და არც ეს გამომდის.....

ერთი თვის წინ, ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს უცნაური რაღაც დაუწერია. ``არ წაგიკითხეთ, არ მინდოდა შემეშინებინეთო``.... დღეს წაგვიკითხა, წაგვიკითხა და .... დამბურძგლა...

                                                                                  ****** 
დღეს თუ ხვალ რაღაც მოხდება. არვიცი რა, მაგრამ რაღაც ისეთი, რას ყოველდღე არ ხდება და არც უნდა ხდებოდეს...

მერე იქნება შეცბუნებული, შეწუხებული სახეები: ``რაა?!!!``, ``ვინ თქვა?!``, ``ღმერთო!``

დაზაფრული სამუშაო დღე იქნება, მერე ძალიან გაგრძელდება ეს დღე. სახლშიც რომ არავის ენდომება წასვლა. სიჩუმის დარღვევაც რომ არავის ენდომება...

თაკო ჩუმად მოადუღებს ყავას და ჩამოგვირიგებს, ისე რომ არც გვკითხავს გვინდა თუ არა. ცხელი ყავა წამიერად დაგვავიწყებს განცდილს, ნაწყენი ჩავხედავ ფსკერზე დარჩენილ ნალექს....

გულოს გავხედავ ჩუმად, ალბათ მინდა, რომ რამე თქვას თავისებურად, სიცილს თუ არა, ღიმილს მაინც რომ მოგგვგვრის... მაგრამ გაყინული სახე აქვს, არაფის თქმას აპირებს ...
უაზროდ ვსხედვართ კომპიუტერებთან...
მანანა უხალისოდ ათვალიერებს ``დესკტოპს``, მაუსს აწვალებს ხელით ...
თამუნას წუწუნი აღარ ისმის....
ნინოს ზურგს ვხედავ, ჩუმია, ისეთი ჩუმი, როგორიც არ უხდება მუდამ ლაპარაკით დაუღალავს....

თვალებს ვერცერთისას ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი რომ ყველას ისეთი სევდიანი თვალები აქვთ, ისეთი, რომ აღარასდროს მომინდება მათი ასეთი თვალების დანახვა ...

საათს ვუყურებ, ექვსამდე მინდა სახლში მივიდე. ყველაზე ადრე მე ვტოვებ სამსახურს, ასეა მუდამ. არც ამ დღეს შეიცვლება..
5 საათზე ჩუმად ვდგები, უაზროდ მიმოფანტულ ნივთებს ჩანთაში ვყრი, ``ხვალამდე ბავშვებო``- ვამბობ და კარს ვაღებ...
პასუხს არავინ მცემს. სხვა დროს ალბათ მეწყინებოდა, სხვა დროს სხვანაირადაც დავემშვიდობებოდი, ``წავედი, უჩემოდ არ მოიწყინოთ``, გამიღიმებდნენ და მეც ღიმილით წავიდოდი....

მაგრამ ეს სხვა დღეს.... დღეს არა``

პ.ს. არ ვიცი ეს რატომ დაწერა, უცებ ვიგრძენი რაღაც და დავწერეო... მაგრამ რომ წაგვიკითხა, მართლა დაგვბურძგლა...

17 Дек, 2009

*******

ბარბარობა, საბაობა, ნიკოლოზობა....
ახალი წელი....
შობა...
წყალკურთხევა....
ნინოობა....
ჩემი დაბადების დღე

რა ბევრიაააააა


საჩუქრებზე მეფიქრება :))) რას ვაჩუქებ და რას მაჩუქებენ.... ყველაზე დიდი გეგმები ახალწელთან მაქვს :)) დაბადების დღეც კარგია:) თან მართლა იუბილეა....

ზამთარი....
სითბო...
ბუხარი...


დათვი მინდა რომ ვიყო, ზამთარში ცხვირს არ გავყოფდი გარეთ :(((((( პ.ს. ისევ შევცვალე ბლოგის დიზანი. ეს ძალიან მომეწონა (ბუხარი, წინდები, საჩუქრები.... ზამთრულია და ჩემეული)

15 Дек, 2009

ყველაზე ერთგული მეგობარი

კვირა დღე მიყვარს - მობილური ქრონიკულად, ყოველ ხუთ წუთში, არ რეკავს და ხელის ცეცებით არ დაეძებ ბალიშის ქვეშ, რომ გათიშო და კიდევ ხუთი წუთი "მოიპარო" ძილისთვის; აბაზანაში ნახევრადმძინარი არ შედიხარ, ცივმა წყალმა რომ მაინც მოგიყვანოს აზრზე; არც მდუღარე ყავით იფუფქავ პირს (არც სარკესთან დგას ჭიქა, შესაბამისად არც სუნამოს სუნი გადადის ჯერ ჭიქაზე და მერე შენს პირში)...

მოკლედ, მთელი დღე შენს განკარგულებაშია და არაფერი გიშლის ხელს, რომ სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გაატარო...

როგორი იყო წინა კვირა დღე არ მახსოვს:)) ეტყობა განსაკუთრებული არ ყოფილა, თორემ სულ რაღაც 7 დღის წინანდელი ამბავი, კი უნდა გახსოვდეს, თუ მაინცდამაინც მეხსიერების პრობლემები არ გაქვს ... პრინციპში არც მიკვირს :)) საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება ალბათ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე(თ):(

განსაკუთრებული არც ამ კვირას გამიკეთებია რამე. უბრალოდ, მეგობრის რჩევით, ერთი ძალიან კარგ ფილმს ვუყურე და ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არ შემიძლია არ დავწერო.

”ჰაჩიკო-ყველაზე ერთგული მეგობარი” - ასე ჰქვია ფილმს. დრამაა, 2009 წელს გადაღებული. ლასე ჰალსტრემის რეჟისორობით. მთავარ როლში რიჩარდ გირია.



ფილმის შინაარსი


ფილმი რეალურ ამბავზეა გადაღებული, რომელიც 20-იან წლებში იაპონიაში მოხდა. მატარებლის სადგურზე პროფესორი პატარა ძაღლს იპოვის და რადგან პატრონი არ გამოუჩნდება, თავადვე ზრდის. ჰაჩიკო (ასე ქვია ძაღლს) ყოველდღე აცილებს პატრონს სამსახურში და საღამოს, 5 საათზე, სადგურზე ხვდება. პროფესორი ცდილობს ნივთების მოტანა ასწავლოს ძაღლს, ზოგჯერ თვითონ დადის ოთხფეხზე და გადაგდებული ნივთები პირით მიაქვს ძაღლთან, მაგრამ არაფერი გამოდის. ბოლოს იფიქრებს, რომ ამ ჯიშის ძაღლებისთვის ეს ჩვევა უცხოა და თავს დაანებებს. ერთ დილას ჰაჩიკო სამსახურში არ გაყვება პროფესორს. უკვე მატარებლის სადგურს მიახლოვებული პროფესორი დაინახავს რომ ძაღლი მორბის და პირით ის პატარა ბურთი მოაქვს, რომლის მოტანაც ვერაფრით ვერ ასწავლა. იმავე დღეს, მოულოდნელად, პროფესორი გულის შეტევით იღუპება. ძაღლს მისი ქალიშვილი წაიყვანს სახლში, მაგრამ არ ჩერდება. ყოველ დღე ხუთ საათზე იმ სადგურზე მიდის, სადაც პატრინს ხვდებოდა ხოლმე. ასე გაგრძელდება 9 წლის განმავლობაში. განსაკუთრებით სევდიანი ფილმის ბოლო კადრია, პროფესორის ცოლი იმ სადგურზე გაივლის და უკვე ძალიან დაბერებულ ძაღლს დაინახავს, რომელიც ზუსტად იმ ადგილას ზის, სადაც ყოველდღე ხვდებოდა პატრონს და სადაც ელოდა მთელი 9 წელი. იცით როგორი სცენაა, ცოლიც ტირის, თითქოს ძაღლიც და უნებურად შენც გეტირება :(((
მოკლედ, ძალიან თბილი ფილმია და არარსებობს უყურო და არ იტირო.

ფილმმა ისე დამაინტერესა, როგორც კი დამთავრდა ინტერნეტში ინფორმაციების მოძებნა დავიწყე. აღმოვაჩინე, რომ ამ ისტორიაზე უამრავი ინფორმაცია დევს.ზოგან ჰაჩიკო ქვია ძაღლს, ზოგან ხატიკო.

”ხატიკო დაიბადა 1923 წელს იაპონიაში ფერმერის სახლში, ფერმერმა ლეკვი აჩუქა იაპონელ პროფესორს, მან დაარქვა ლეკვს სახელი ხატიკო რომელიც იაპონურად ნიშნავს 8-იანს. ეს არის სიმშვიდის და ერთგულების სიმბოლო. როცა პატრონი გარდაიცვალა, ხატიკო 18 თვის იყო. 1932 წელს ძაღლი შეამჩნია უენოს ყოფილმა სტუდენტმა. მასზე შეაგროვა ინფორმაციები და რამდენიმე სტატია მიუძღვნა. სტატიის გამოსვლის შემდეგ ძაღლი მთელი იაპონიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ის იქცა ერთგულების სიმბოლოდ იაპონიაში. ცნობილმა იაპონელმა მოქანდაკემ 1934 წელს შექმნა ჰაჩიკოს ქანდაკება , რომელიც დაიდგა სიბუიას სადგურზე. ქანდაკების დადგმიდან სულ რამოდენიმე თვეში, 1935 წლის 8 მარტს, ჰაჩიკო გარდაიცვალა”. (სხვადასხვა საიტებიდან ამოვკრიბე ეს ინფორმაცია).

. -ეს ქანდაკებაა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ხვდებოდა პატრონს.

- ესეც ჰაჩიკოს ფიტული ტოკიოს მუზეუმში



მე-2 მსოფლიო ომის დროს ქანდაკება დაზიანებულა. 1948 წელს, პირველი ქანდაკების ავტორის შვილს, ტაკეში ანდოს გადაუწყვეტია მისი აღდგენა. ახალი ქანდაკება დღემდე დგას სადგურის ტერიტორიაზე. ეს ადგილი თურმე ტურისტებისა და მთლიანად იაპონელებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია.

რაც შეეხება ფილმე, პირველად 1987 წელს იაპონიაში გადაიღს ფილმი Hachiko / ჰაჩიკოს თავგადასავალი , ფილმი გახდა პოპულარული არამარტო იაპონიაში არამედ მთელ მსოფლიოში. 2009 წელს კი ჰოლივუდმაც მიუძღვნა ბიოგრაფიული ფილმი ძაღლს, რომელიც მთელი ცხოვრება პატრონის ერთგული იყო.

ძაღლის ჯიშის ისტორია

როგორც გავიგე, ჯიში სავარაუდოდ მე-17 საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა კუნძულ ხონსიუზე. საჯიშე გადარჩევის შედეგად მიიღეს უშიშარი ხასიათის ძაღლი, რომელიც საუკეთესო სამუშაო და სანადირო თვისებებით გამოირჩეოდა.
ჯიშის შესანარჩუნებლად 1927 წელს შეიქმნა საზოგადოება ”აკიტა-ინუ ხოზანკაი”. 1931 წლის ივლისში კი იაპონიის მთავრობამ აკიტა-ინუ ეროვნულ სიმდიდრედ გამოცხადდა. 1956 წელს დაფუძნებულ იქნა აკიტა-ინუს ამერიკული კლუბი. ამერიკაში ჯიში ძალიან პოპულარულია და 30 ყველაზე პოპულარული ჯისის სიაში შედის.
საკმაოდ ბევრი კამათის და დისკუსიის შემდეგ, ჯიში 1999 წელს საბოლოოდ გაიყო ორ ტიპად: იაპონური და ამერიკული. დიდი ზომის აკიტა-ინუ (ამერიკული) გადაყვანილ იქნა მოლოსების ჯგუფში, ხოლო იაპონური აკიტა-ინუ კი მეხუთე ჯგუფშია.

ჯიშის დახასიათება: ენერგიული, ხალისიანი და გულადი ძაღლი, დამოუკიდებელი და ამაყი, მაგრამ გაწონასწორებული. ძალიან გონიერია, უცხოების მიმართ სიფხიზლეს იჩენს, მაგრამ იშვიათად უყეფს.
ცდილობს მოიპოვის დომინანტური პოზიცია, აღზრდისას პატრონისგან საჭიროებს მოთმინებას და რეგულარულ მუშაობას.
საჭიროებს რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და ენერგიის დახარჯვას.
გამოიყენება როგორც დარაჯი, სამომსახურეო (პოლიციელი, მეგზური) ძაღლი, და როგორც კომპანიონი.

მე და ძაღლი

ბავშვობაში, სოფელში ყოველთვის გვყავდა ძაღლი. ვეფერებოდი და ვეთამაშებოდი კიდეც, მაგრამ ძაღლები განსაკუთრებულად მიყვარს-თქო ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ერთი სურათი მახსენდება. ეს ალბათ 5-6 წლის წინ იყო. სოფლის სახლს სამუდამოდ ვტოვებდით. მაშინ პატარა, მოყავისფრო ძაღლი გვყავდა, მახსოვს როგორ ჩავალაგეთ ბარგი მანქანქანაში და როგორ ვკეტავდით ყველა კარებს, სახლის, სარდაფების, ბეღელის... ძაღლი თან დაგვყვებოდა... ჩემი ეზო დიდი რკინის კარით მთავრდება (იწყება), იმ კარს ბოქლომი დავადეთ და მანქანაში ჩავსხედით ყველანი... ფანჯრიდან დავინახე ჩემი პატარა ძაღლი, კარების წინ ჩაცუცქული იყო და ძალიან, ძალიან სევდიანი თვალებით გვაცილებდა. მახსოვს, ისე შემეცოდა, რომ ავტირდი... მაგრამ არ მინდოდა ჩემებს დავენახე და ჩუმად ვტიროდი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ძაღლი უკან არ გამოგვყოლია (არადა უყვარდა მანქანაზე გამოდევნება). ჩვენ წამოვედით, ის კი დარჩა და დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად იცავდა ჩვენგან მიტოვებულ სახლს...

ამდენი წლის შემდეგ პირველად გამახსენდა ჩემი ძაღლი, ახლა ისიც კი არ ვიცი სადაა და როგორაა. მახსოვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში სოფელში იყო, მერე შეგვეცოდა და გავუშვით... ვინ იცის, იქნებ აღარც კი იყოს ცოცხალი.

პირველად მომინდა, ვცხოვრობდე კერძო სახლში, რომელსაც ექნება დიდი ეზო და მყავდეს ძაღლი... ყოველ კვირას ერთად ვივლიდით მე და ჩემი ძაღლი ...



აღარაფერს დავწერ ფილმზე :)))) უბრალოდ, ვისაც დაგაინტერესებთ ამ ლინკზე ნახავთ ფილმს. http://gol.ge/index.php?cat=movies&details...&search=hachiko

9 Дек, 2009

*******

დღეს ისე მომინდა ფანჯარაზე შემოჯდომა... ისევ ძალიან მეტკინა რაღაც, იქ, შიგნით, ძალიან შიგნით...

ბოლოს დიდი ხნის წინ ვიჯექი.... მერე ალბათ დრო აღარ მქონდა... ფიქრის დრო... ან იქნებ მქონდა, მაგრამ აღარ მტკიოდა...



თოვს... არ მინდა რომ გადაიღოს.... აქედან ისეთი ლამაზია ყველაფერი... ლამაზი და მარტივი... ლაბირინთების, ქვეტექსტების და რებუსების გარეშე... ლოდინის გარეშე...

აქ სიჩუმეა... სიმშვიდეა... ჰარმონიაა... თეთრი ჰარმონია

მოდიან ფიქრები... თეთრი ფიქრები...ფერადი ფიქრები... ფანტელებივით მოფრინავენ... მოდიან და თუ ვერ დაიჭირე... :)) მაგრამ უნდა დავიჭირო, აქ ხომ ამიტომ დავჯექი...

მინდა დიდი თოვლი მოვიდეს... თეთრი ჩემი საყვარელი ფერია ...

დაგვიანებული პოსტი

ერთფეროვნება საშინლად არ მიყვარს... ვცდილობ რაღაც პერიოდის მერე ყველა და ყველაფერი გადავასხვაფერო, გამოვცვალო... ირგვლივმყოფი ადამიანებიც ``შემომეცვლებიან`` ხოლმე... (მიყვარს ქართული ენის შესაძლებლობები:))


თუ არ გავამრავალფეროვნე, დეპრესია მეწყება და აუტანელი ვხდები...

ამ ბოლოს რა შევცვალე?! ბევრი არაფერი, მაგრამ რაღაცეები შევცვალე:
1. ფოტო ჩემი კომპიუტერის "დესკტოპზე";
2. საქაღალდეების განლაგება და დასახელებები ამავე კომპიუტერში;
3. ფერადი ფურცლების განლაგება სანიშნე დაფაზე;
4. გაზეთის პირვლი გვერდის დიზაინი;
5. გაზეთის ბლოგი;
6. უკვე მერამდენედ შევცვალე ჩემი მეორე ბლოგის დიზაინიც (ვერა და ვერ დავასრულე მისი გაკეთება, მაქსიმალურად ვწერლავ დროში რომ მეტი სიამოვნება მივიღო მისი შექმნით)

კიდევ, პირადი ნივთები შევცვალე, მაგალითად შამპონი და ფრჩხილის ლაქები. გარდეროფშიც ჩევცვალე რაღაცეები, რისი საშუალებაც ჩემმა ხელფასმა მომცა :(

სახლში ბევრ ვერაფერს ვცვლი, გულითაც რომ მოვინდომო არ გამომდის, კორპუსის ორ ოთახში ისეც გატენილ-გაძეძგილია ყველაფერი და ვერაფერს გადაადგილებ...

ვაახლებ ყველაფერს... ერთადერთი, სიყვარულში ვიცი ამოჩემება ...

ამ ბლოგის დიზაინი და სახელწოდებაც რამდენჯერმე შევცვალე. ბოლოს ეს სახელწოდება შევარჩიე და ისე გამოვიდა, რომ ესეც ამოჩემებას დაემსგავსა ... ესეც ძალიან შემიყვარდა და ალბათ ამიტომ :) ეტყობა, ქვეცნობიერში რაც ძალიან მიყვარს, იმას ვერ ვცვლი....


არადა, იმდენი ბლოგი ვნახე ამავე სახელწოდებით... (მივედი იქამდე, რომ ვთქვა ბოლოს და ბოლოს რატომ დავიწყე ამ ბლოგის წერა) ვფიქრობ სახელი ხომ არ შევცვალო?! არ მაქვს პრეტენზია ორიგინალურობაზე, ერთადერთობასა და განუმეორებლობაზე, მაგრმ ამდენი ერთნაირი სახელწოდების ბლოგიიი??? რავიცი, რავიცი, ხომ არ დააბნევს ხალხს ...

მაგრამ... ვერ ვიმეტებ... ვერ ვცვლი... ამოვიჩემე...

და ბოლოს,მთავარი სათქმელი, რატომ "დაგვიანებული პოსტი", იმიტომ, რომ რასაც ახლა დავწერ, ალბათ პირველი პოსტი უნდა ყოფილიყო...

რატომ ``უბრალო'დ``? იმდენმა მკითხა ამ ბოლოს, რომ...

უბრალო'დ - უბრალო დღე, უბრალო დღიური, უბრალო ბლოგი, უბრალოდ ბლოგი... უბრალოდ ყველაფერი ყველაფერზე და არაფერზე, უბრალო, უპრეტენზიო, ჩუმი.... უბრალოდ ჩემი სამყარო, უბრალო სამყარო...

ასე მგონია ეს ყველაზე შესაფერისი, ამავე დროს, ყველაზე მეტყველი, ყველაზე ბევრის მთქმელი და ბევრის მომცველი სახელწოდებაა...

''უბრალოდ მინდა გიმღერო,
უბრალო სიმღერა
ნოტებით მინდა გაგართო
გაგიფერადო გზა''.... (ნაწყვეტი, ნიაზ დიასამიძის სიმღერიდან)

უ ბ რ ა ლ ო ' დ ......

უბრალოდ შემოდით, წაიკითხეთ,დაათვალიერეთ, გაიღიმეთ და გჯეროდეთ: ყველაფერი კარგად იქნება :)))
'

8 Дек, 2009

დე

- დე...
- მეთამაშე, დე...
- მეძინება, დე...
- ზღაპარი მომიყევი, დე...
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე...
- მიყვარხარ, დე...
- მშია, დე...
- წავალ რა, დე...
- მომწონს, დე...
- მგონი მიყვარს, დე...
- პატარა აღარ ვარ, დე...
- გავთხოვდი, დე...
- მივდივარ, დე...
- რომ მოვიცლი გნახავ, დე...
- მეც მენატრები, დე...
- რა გჭირს, დე...
- გეხვეწები, დე...
- არ მოკვდე, დე...
- არ დამტოვო, დე...
- მშვიდობით, დე...

სულ 21 ხაზია, მაგრამ მთელი ცხოვრებაა :))))

როგორ არ ვაფასებთ ხანდახან .....

1 Дек, 2009

ზამთარიც მოვიდა

1 დეკემბერია, მაინც მოვიდა, ''მოგვეპარა'' ზამთარი, ''არაზამთრული'' ამინდებით, უთოვლო, უქარო და ფერადი ზამთარი.... ფერადი იმიტომ, რომ ჯერ ''თეთრი ცეკვა'' არ დაწყებულა და ''მთელი დედამიწა'' ამ ცეკვის ფერხულში არ ჩაბმულა...

ზამთარში დაბადებულებო, ზამთარზე შეყვარებულებო, ზამთარივით სპეტაკებო და თან ნაკვალევდამჩნეულებო, ზამთარი მოვიდა... :))))

-

ნაძვებში ჩამალული დიდი, დათოვლილი სახლი მოგიზგიზე ბუხრით; სარწეველა სკამი; ინტერნეტში ჩართული ლეპტოპი ... - ასეთ ზამთარს გადავიტანდი, სხვანაირი ზამთარი არ მიყვარს...

25 Ноя, 2009

''ომი საქართველოში''

დიდი ხანია გასული წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებზე აღარ მიფიქრია. დღეს ისევ ამეკვიატა ფიქრები ომზე... არ მინდა ეს სიტყვა ვახსენო, მაქსიმალურად ვერიდები, მაგრამ არ გამომდის....

წუხელ ისევ მესიზმრა კოშმარები, გასული წლის აგვისტომდეც და აგვისტოს მერეც ხშირად რომ მესიზმრებოდა. როგორც ჩანს, ამან დამაფიქრა....

ის ჩანაწერები გადავიკითხე, აგვისტოში რომ ვწერდი ჩემს დღიურში. (მერე ერთად ავკრიფე და ერთი დიდი ჩანაწერია ჩემი დღიურის, ყველაზე მძიმე და საშინელი). იმ ჩანაწერს საგულდაგულოდ ვმალავ, არ მინდა სულ ''თვალში მხვდებოდეს''... დღეს კიდევ ერთი ჩანაწერი მოვძებნე ჩემს ''არქივში''. მეექვსეკლასელი ბავშვის... მახსოვს, აგვისტოს მერე, მუშაობა რომ დავიწყეთ, ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა მოგვიტანა და გვთხოვა, თუ შეგიძლიათ დაბეჭდეთო... დავბეჭდეთ. აქ, უცვლელად დავწერ...

”ომი საქართველოში”

სიმშვიდე იყო საქართველოში. ზაფხულის არდადაგებს ბედნიერად ვამთავრებდით. დაიწყო აგვისტოს თვე. ამ დროს, როდესაც ყველა მშვიდობიანდ ვცხოვრობდით, გათენდა შვიდი აგვისტო და გავიგეთ საშინელი ამბავი: ომი დაიწყო სამაჩბლოში. ამ ომში მამაჩემიც იბრძოდა.

მაშინ, როცა ჩვენ მამაზე ვდარდობდით, 9 აგვისტოს დილას, ჩვენი ბინის წინ რუსების ვერტმფრენმა ბომბი ჩამოაგდო და ჩვენც შეშინებულმა პაპამ სოფელში წაგვიყვანა. ძალიან ვდარდობდით, როდესაც ტელევიზორში აცხადებდნენ, რომ იბომბებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, იძარცვებოდა და ინგრეოდა სახლები, იხოცებოდა ხალხი, მათ შორის ჩემი ტოლა გოგო-ბიჭები. ამ ომმა სხვა დარდთან და შიშთან ერთად დიდი დარდი გაგვიჩინა ჩვენს ოჯახს: მამაჩემი მძიმედ დაიჭრა და დღმდე მძიმე მდგომარეობაშია. მე და ჩემი ძმა ყოველ დღე ველით იმ დღეს, როდესაც მამას ვნახავთ.

გავა დრო. მშვიდობა დაგვიბრუნდება. ომი კი მუდამ დარდიანად გამახსენდება.

ზურაბ მჭედლიშვილი,მე-6 კლასი. ლტოლვილი ქარელის #1 საშუალო სკოლიდან საყუნეთის საჯარო სკოლაში'.

''რაც გინდათ დამიძახეთ ამ პოსტის მერე, მაგრამ არ მჭირდება მკვდარი მამა გმირის წოდებით. საერთოდაც, მეეჭვება ვინმეს უღირდეს გმირობა იმ ფასად, რადაც ის ჯდება''... ეს ჩანაწერიც დღეს წავიკითხე ერთ-ერთ ბლოგზე. პოსტის ავტორი ძალიან კარგად ხსნიდა რატომ ფიქრობდა ასე. არ ვიცი ''მეექვსეკლასელი'', (უკვე მეშვიდეკლასელი იქნება) ზურაბი რას იტყვის ახლა იგივე კითხვა რომ დავუსვა. მართლა არ ვიცი და მართლა ძალიან მაინტერესებს. . . სამწუხაროდ მისი კოორდინატები დავკარგე .:(

13 Ноя, 2009

ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია

როგორ შეგიძლია ერთი, თუნდაც ათწუთიანი ფილმით გაცილებით ბევრი თქვა, ვიდრე ერთი ვრცელი სტატიით; რამდენი საინტერესო თემაა ირგვლივ; რამდენი რამე გვრჩება ყურადღების მიღმა , ზოგჯერ როგორ უაზროდ ვკარგავთ დროს, თემების მოძიებაზე ფიქრით, რამდენი საინტერესო ადამიანია ჩვენს ირგვლივ - მოკლედ რა მდიდარი არჩევანი გვაქვს, ოღონდ მდიდარი თემბის კუთხით, თორემ რეალურად უმრავლესობა ``სიუჟეტი`` მეტ-ნაკლებად დამთრგუნველი, სევდიანია.... ამ ყველაფერზე დღეს ძალიან სერიოზულად დავფიქრდი...

დღეს, კიდევ იმას მივხვდი, რომ კარგი შეხვედრა (და არა ისეთი, შეხვედრა შეხვედრისთვის რომ ტარდება და მთქნარებაამტყდარი და რულმოკიდებული მონაწილეები რიტორიკულ კითხვებს რომ სვამენ), მართლა უსუპერმაგრესია. უსუპერმაგრესია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე სერიოზულად იწყებ ფიქრს, ბევრ შეუმჩნეველს ამჩნევ და რაღაცნაირად თავდაჯერებულიც ხდები, იმის გაცნობიერებით, რომ რაღაც, სულ მცირე კარგი საქმის გაკეთება შენც შეგიძლია.

კარგი საქმე კი ნამდვილად რომაა, ამაშიც დღეს უკვე ნამდვილად დავრწმუნდი... არა! გაცნობიერებული რას და რატომ ვაკეთებდი, ჯერ კიდევ 4 წლის წინ მქონდა, ``ჟურნალისტკობა`` რომ გადავწყვიტე, მაგრამ ეტყობა ასეთები გვჭირს, მაინცდამაინც უნდა ``დავეჯახოთ`` რაღაცას, რომ მერე დავრწმუნდეთ .... რაღაც ბევრი ვილაპარაკე და ის ვერ ვთქვი, რატომაც მომინდა პოსტის დაწერა :(

დღეს გოუჯგუფის ფილმების განხილვა იყო, ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა, მე შეხვედრის აუდიო, ვიდეო ჩაწერა და ფოტო გადაღება ``ვიტვირთე`` და კმაყოფილებისგან მეღიმებოდა ახალგაზრდების ცნობისმოყვარე, გაფართოეუბულ თვალებს რომ ვაფიქსირებდი და მერეც, ინტერვიუებს რომ ვიწერდი მათგან.

ფილმებით რომ მოიხიბლნენ, ამაზე აღარ ვილაპარაკებ, ``მოხუცი და მაწონი`` კულმინაცია იყო, მითუმეტეს, რომ გაიგეს, რაც მოყვა ამ ფილმს:) ამაზე ცოტა ქვევით დავწერ...

დისკუსია რომ დაიწყო ერთი-ორმა თქვა ამ რეგიონში პერსპექტვა არ გვაქვსო, დღის ბოლოს ინტერვიუებში მითხრეს, ახლა მივხვდით რამდენი რამის გაკეთება შეგვიძლია და პერსექტივა ნამდვილად გვაქვს აქაცო. მერე აფუსფუსდნენ, აჟრიამლუდნენ, იდეები გაუჩნდათ... ფურცლები აშრიალდა, კალმები `აწრიპინდა`` და უცებ ჩამოწერეს თავიანთ იდეები...

ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ბევრი თუ არა, ცოტა მაინც შეიცვალოს უკეთესობისკენ. მთავარია ყურადღება არ მოვადუნოთ , წვიმისა და ქარის არ შეგვეშინდეს და ქუჩაში გასვლა არ დაგვეზაროს. რამდენიმე დღის წინ გოგი გვახარიას ბლოგზე წავიკითხე ``სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის ადამიანი აუცილებლად დაჯილდოვდება. ადრე თუ გვიან... ეს კანონზომიერებაა, მათემატიკაა!``, მართალია სხვა კონტექსტში ამბობდა და სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ მომწონს ეს სიტყვები და ვეცადე აქ მომერგო....

ნათია ხომ უკვე დაჯილდოვდა! :) ხოო, ნათია ჩემი მეგობარი კოლეგაა, ``მემაწვნეზე`` ფილმი სწორედ მან გადაიღო. მერე ეს ფილმი ერთ-ერთმა რუსმა ქალბატონმა ნახა და იმ შორეული და ცივი ქვეყნიდან ორგანიზაციას,(გოუჯგუფს) , მოწერა, ამ მოხუცების კოორდინატები მითხარით, თანხა უნდა გადმოვურიცხო, იმ ჟურნალისტს კი ვინც ეს ფილმი გადაიღო მადლობა გადაუხადეთო. რა დაგვემართებოდა ამის გამგონეებს, ადვილი წარმოსადგენია :))) დღეს ფილმის პერსონაჟებსაც ახარა ნათიამ ახალი ამბავი, მაგრამ საწყლები მგონი ისე დაიბნენ და ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ვერ გააცნობიერეს.

მაგრამ მთავარი ხომ ისაა, რომ ნათია დაჯილდოვდა კარგი საქმისთვის, იმ მოხუცების (და არა მარტო მათი) სიყვარულით დაჯილდოვდა და იმ 30-მდე (მეტი ან ნაკლებიც შეიძლებ) ახალგაზრდის მადლიერი თვალებით დღეს რომ უყურებდნენ... და კიდევ მათი, ვინც გაიგო, მაგრამ ჩვენთან შეხება არ აქვთ... ასეთი კი დარწმუნბული ვარ უამრავია.

მოკლედ, რაღაც ძალიან არეულად დავწერე მგონი, მაგრამ იმედია გაიგებთ.

ახლა ლინკს დავდებ იმ ფილმის, ამდენი რომ ვილაპარაკე და საერთოდ იმ ვებ-გვერდის, სადაც ეს ფილმებია განთავსებული.

...ჩვენ მართლა ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია და სიკეთისთვის ოდესმე აუცილებლად დავჯილდოვდებით...

(მაპატიეთ, ძალიან ბევრი ვილაპარაკე) :(((



http://www.gogroupmedia.net/1home.aspx - ყველა ფილმი

http://admin.gogroupmedia.net/public/Display.aspx?id=124 - ``მოხუცი და მაწონი``

12 Ноя, 2009

ჩემი ოცნების ბიბლიოთეკა



``ჩემი ოცნების სახლში, დიდი ბიბლიოთეკა იქნება... და იმ დიდ ბიბლიოთეკაში ბევრი, ძალიან ბევრი წიგნი იქნება... კიდევ იქნება ბევრი ფოტოები ერთ კედელზე, რბილი, ფერადი ბალიშები იატაკზე დაბალი, დაბალი მაგიდის ირგვლივ... და დიიიიდი,ფერადი ჭაღი ჭერზე....

                  იმ ბიბლიოთეკაში დიდი, შავი როიალიც იქნება...  

იმ ბიბლიოთეკაში ბევრი სტუმარი ივლის და ბევრ ჩაის დავლევთ...
                         იმ ბიბლიოთეკაში თაროები არასოდეს დაიფარება მტვრით...  
                                                              იმ ბიბლიოთეკაში ოთახის ყვავილებიც იქნება...  
    

იქ არასოდეს არავინ მოიწყენს..... 

-


ალბათ ასეთი, ან ცოტა სხვანაირი :) მაგრამ ის ჩემი იქნება, ჩემი ოცნების და ის ჩემი სამყარო იქნება....
          

        დღეს ისევ ვილაპარაკეთ ლიტერატურულ სალონზე, ``შენობა ვიპოვეთ, შევღებეთ, მოვაწყეთ, მაგიდებიც დავდგით, ლიტერატურაც შევიძინეთ და ფერადი სანთლებიც სამკითხველო დარბაზისთვის, რომელშიც რამდენიმე სხვადასხვა ფერის კუთხე უნდა იყოს. პირველი სტუმრებიც მივიღეთ და სერიოზულადაც გავბრაზდით ვიღაცა ისე, უბრალოდ რომ ``შემოეხეტა``... ოღონდ ეს ყველაფერი საუბარში და წარმოსახვაში. ხო, ის მართალია, ჩემი მეგობარი (ვისაც ალბათ ყველაზე მეტად უნდა ეს სალონი და მხოლოდ ოცნების დონეზე არ ფიქრობს), სერიოზულად გაბრაზდა, რომ წარმოვიდგინეთ რომ ვიღაც შესაძლოა ``ისეთიც`` შემოვიდეს... ტექსტიც მოვიფიქრეთ რას ვეტყვით ასეთ სტუმარს.... 

დიდხანს ვილაპარაკეთ... მაგრამ ეს პირველი კი არ არის... ათასჯერ ``გავხსენით`` და ათასჯერვე ``დაიხურა``

სალონი თუ შორი ოცნებაა, ჩემი ბიბლიოთეკა ხომ არაა ასე შორი? :) ხოდა, მეც იქამდე ჩემს ბიბლიოთეკას მოვაწყობ :)) მოვაწყობ და მერე მსურველებს აუცილებლად დაგპატიჟებთ, ჭიქა ჩაისთან კარგ წიგნზე სასაუბროდ ..... 

  
    -  ეს ისე, განწყობისთვის :))))) 

Предыдущие 10